მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მატიე კომბს და ამავე სამინისტროს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის განყოფილების უფროსს ბენუა ლეროზეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციაზე და ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.
ასევე, განიხილეს დეკემბერში, ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში განსახილველი საკითხები და საფრანგეთის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას, რათა ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ახლო მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებს. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირის შემდეგი რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაჩქარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება