მაკა ბოჭორიშვილი: ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა – ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა – ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურია დღევანდელი დღე, ამ ისტორიული გადაწყვეტილების ზეიმი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ნამდვილად ემოციურია ამდენი ადამიანის ხილვა თავისუფლების მოედანზე და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი თარიღის ასე აღნიშვნა, რადგან ჩვენთვის ეს არის ჩვენი ძალისხმევის შედეგი, რამაც ქვეყანა მიიყვანა ამ ეტაპამდე. ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა – ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვეიცარიული ბანკი „ჯულიუს ბაერსი“ 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდა, ხოლო 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლისა და გლობალური ომის პარტიის ზრახვების მხილების შემდეგ, დაიწყო ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა

ევროპარლამენტს სხვა საქმე აღარ დარჩა, გარდა საქართველოში “პოლიტიკური არეულობის” განხილვისა, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან “როთების” და “ჟიგიმანტასების” თამადობით – ჯერ შექმნი არეულობას, მერე მოაგვარებ, რა არის ამაზე უფრო “ევროპული”?