მაკა ბოჭორიშვილი – ეს ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის გამოსვლა – ეს არის პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

ეს ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის გამოსვლა – ეს არის პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, ს გუშინდელი მოხსენება შეაფასა.
ბოჭორიშვილი ზურაბიშვილის გამოსვლას „პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობას“ უწოდებს.
„ეს [სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა] იყო პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობა, რომელიც მან დააანონსა კიდეც, თუმცა ამ ქმედებებს დიდი ხანია ვაკვირდებით. ეს არის პოლიტიკური მოძრაობა “ქართული ოცნების” და შესაბამისად, ხელისუფლების წინააღმდეგ”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ “გამოცემა “ეკონომისტში” ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სადაც ოლიგარქადაა მოხსენიებული”.
დეპუტატის თქმით, ეს საქართველოს დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.
“ეს არის მორიგი მცდელობა საქართველოს დისკრედიტაციის, სააკაშვილის თემის რეაბილიტაციის და ერთი მთლიანი გეგმის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოს და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან კიდევ ერთ თემაზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
“ჩვენი ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის პრიორიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნებისმიერი საფრთხე, რაც ამ მიმართულებით შეიძლება შეექმნას ქვეყანას, განსაკუთრებით ყურადღების საგანია. შესაბამისად კითხვებს, რაც არსებობს პასუხი უნდა გაეცეს”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ