მაკა ბოჭორიშვილი: ერთგვარად გაცვდა კიდეც. მივეჩვიეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენების შეფასება ხდება სხვადასხვაგვარად

ერთგვარად გაცვდა კიდეც. მივეჩვიეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენების შეფასება ხდება სხვადასხვაგვარად. და საქართველოსთან მიმართებაში რაც ასე დრამატულად და ტრაგიკულად ჩანს, ის ძალიან ჩვეულებრივი და დემოკრატიის დაცვისთვის კეთდება ევროპულ ქვეყნებში, ევროკავშირში.

ასე იყო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გამჭვირვალობის კანონზე და გახსოვთ კიდეც, რომ იგივე ტიპის საკანონმდებლო აქტი განიხილებოდა ევროპარლამენტში და ამას მთელი ახსნა-განმარტებითი ბარათიც ახლდა, რომ ეს საჭირო იყო ევროპული დემოკრატიის დასაცავად, ეს საჭირო იყო ევროპელი მოქალაქეების ინფორმირებულობისთვის, მათი უფლებებისთვის. მაშინ, როდესაც გახსოვთ და გვახსოვს ყველას კარგად, როგორ მოინათლა ეს კანონი, გამჭვირვალობის კანონი საქართველოში და რა პროცესების საფუძველი გახდა ეს.

თუმცა ალბათ უფრო ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, ესეც ალბათ ერთგვარი მიზეზი იყო და არის, როდესაც დაგეგმილია კონკრეტული ქმედებების, კონკრეტულ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში და დაგეგმილია კონკრეტული რეაქციები და რეაგირება, თუკი ეს ქვეყანა არ მოიქცევა ისე, როგორც საჭიროა განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა იმედი LIVE-ში.