მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საუბარი შეეხო განათლების, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს.
ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო არენაზე მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს