მაკა ბოჭორიშვილი – არანაირად არ ხდება შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ყველას აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს – ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად ეს არის სწორი ნაბიჯი

არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეაფასა იმის თაობაზე, რომ უცხოეთში მყოფ თანამოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ს მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეეძლებათ.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება არის დემოკრატიის პრინციპების და ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად გადადგმული სწორი ნაბიჯი.
„არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ციფრები კარგი დასტური იქნება, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე მაგალითად, საზღვარგარეთ ს ჩატარებამ. ფაქტობრივად – არანაირი. ეს ერთი, თუმცა მეორე მხრივ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება არჩევნების საკითხის გამოყენება გავლენების მოსახდენად, ეს არის უკვე მეორე საკითხი.
ისევ და ისევ დემოკრატიის პრინციპების დასაცავად, ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად ეს არის სწორი ნაბიჯი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.ასევე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება.