მაისში, თბილისში, ბინების გაყიდვებზე 7.9%-იანი კლებაა – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის 2024 წლის მაისის განახლების მიხედვით, მაისში თბილისში ბინების გაყიდვებზე წლიურად 7.9%-იანი კლებაა.
უფრო კონკრეტულად, Galt&Taggart წერს, რომ მიმდინარე წლის მაისში თბილისში 3,197 ბინა გაიყიდა, რაც თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. ეს კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი. ამასთან ერთად, ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს, სავარაუდოდ, ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა. ჩვენ ველით, რომ სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში ბინების გაყიდვები ივნისიდან თვიურ ჭრილში თანდათანობით აღდგება.
ჯამურად 2024 წლის პირველ 5 თვეში თბილისში სულ 15,920 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.8%-იანი ზრდაა. ეს ზრდა სრულად განპირობებული იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების ზრდით (+8.1% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე წლიურად 5.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
2024 წლის მაისში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ პირველადი ბაზრის ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი (ჯამურად პირველადი გაყიდვების 24.4%) დიდ დიღომში დაფიქსირდა.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (