“ჩვენ უკვე დავიღალეთ ყველაფრით. აშშ-ს აღარ სურს იყოს ჩართული უკრაინის ომში. ჩვენ „ძალით აღვადგენთ მშვიდობას“, — განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა.
მან ასევე, იმედი გამოთქვა, რომ NATO-სა და მოკავშირეების ქმედებები ეფექტიანი იქნება.
ძალით მშვიდობის მიღწევაში, იგულისხმება კლასიკური რეიგანისეული მიდგომა, როცა ამ შემთხვევაში, მოკავშირეების ხელით, უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებით, შტატები შეეცდება რუსეთის მშვიდობაზე დათანხმებას.