მაიკ ჯონსონი – მსოფლიო არენაზე კრიტიკული დროა – უკრაინისთვის ლეტალური დახმარების გაწევა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია

უკრაინისთვის ლეტალური დახმარების გაწევა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ -ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
„შემეძლო ეგოისტური გადაწყვეტილება მიმეღო და განსხვავებული რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. მე მჯერა, რომ უკრაინისთვის ლეტალური დახმარების გაწევა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად მჯერა დაზვერვის იმ ინფორმაციის, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი ში გაიმარჯვებს ის შემდეგ სხვა ქვეყნებშიც შეიჭრება.
„მჯერა, რომ სი ძინპინი, და ირანი ბოროტების ღერძს წარმოადგენენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ისინი კოორდინაციაში არიან. ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი ევროპაში მარშს განაგრძობდა, თუ მას ამის უფლებას მისცემდნენ. შესაძლოა, ის ბალკანეთის მიმართულებით წავიდეს. ვფიქრობ, რომ ის შესაძლოა პოლონეთს ან ნატო-ს ერთ-ერთ ჩვენს მოკავშირეს დაუპირისპირდეს. უბრალოდ რომ ვთქვა, მირჩევნია უკრაინაში ტყვიები გავგზავნო, ვიდრე ამერიკელი ბიჭები“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა.
ჯონსონის განცხადებით, ახლა წარმომადგენელთა პალატას დახმარების დაფინანსების შესახებ პოლიტიკური თამაში არ შეუძლია და პალატის ყველა წევრმა ხმა საკუთარი სინდისისა და ნების მიხედვით უნდა მისცეს.
„მზად ვარ ამის გასაკეთებლად პირად რისკზე წავიდე, რადგან ჩვენ სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ისტორია განგვსჯის. ისტორია განგვსჯის იმის გამო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს კრიტიკული დროა, მსოფლიო არენაზე კრიტიკული დროა“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინისა და ს დახმარების შესახებ კანონპროექტებს შაბათს კენჭს უყრის. 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი ოთხ ცალკეულ კანონპროექტად არის დაყოფილი. მესამე კანონპროექტი ტაივანის დახმარებას ითვალისწინებს, ხოლო მეოთხე ს, ჩინეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციებს მოიცავს, ასევე, იმ ზომების მიღებას, რომლებიც უკრაინის დასახმარებლად რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევას შესაძლებელს გახდის. ჯონსონი აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების ზომების შემდგომი დაფინანსებისთვის მეხუთე კანონპროექტს ცალკე წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო