მაიკ უოლცი: ცდებიან აშშ-ს მტრები, ვისაც სჯერა, რომ ერთი ადმინისტრაციით მეორეზე თამაში შეუძლიათ

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ს მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში ში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა და ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის ს სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტებით იერიშის მიტანაზე შეზღუდვის მოხსნა განიხილა.

ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტებზე შეზღუდვის მოხსნას და რუსეთის მიერ უკრაინაში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას უოლცმა “აშკარა ესკალაცია” უწოდა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის, თუ საითკენ მიემართება ეს ყველაფერი.

“ეს აშკარა ესკალაციაა და საფიქრალი იყო ის, თუ საით მიემართება ეს ესკალაცია. [შეზღუდვის მოხსნა] მეტწილად პასუხი იყო ჩრდილოეთ კორეის მიერ [ომში] ჯარისკაცების გაგზავნაზე. ჩვენ ახლა ვუპასუხეთ რუსეთის სიღრმეში ამ იერიშებზე ნების დართვით. მინდა გარკვევით ვთქვა, რომ დარტყმები ხდება მიმწოდებელ საცავებს, აეროდრომებს და რუსული იერიშის უკან დახევას იწვევს. ეს [დარტყმები] არ სწვდება მოსკოვს ან სანქტ პეტერბურგს, მაგრამ სადამდე მიდის ეს მთელი ესკალაცია?”. – თქვა ტრამპის მომავალმა მრჩეველმა.

უოლცის თქმით, ტრამპს ცხადად აქვს ნათქვამი, რომ ამ კონფლიქტის დამთავრების საჭიროება არსებობს. შესაბამისად, მისი თქმით, ახლა საჭიროა იმის განხილვა, თუ როგორ მოხდება მოლაპარაკებების წარმართვა.

თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე პერიოდი -ს მოკავშირეებისთვის “შესაძლებლობებს” არ გულისხმობს, რადგან ორივე ადმინისტრაცია აშშ-სთან ერთად “ერთი გუნდია”.

“მე ასევე მსურს ერთი რამის დაზუსტება: მე და ჯეიკ სალივანს საუბრები გვქონდა, ჩვენ შევხვდით. ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებლობების დროა, რომ მათ შეუძლიათ, ერთი ადმინისტრაციით მეორეზე ითამაშონ, ისინი ცდებიან და ჩვენ ხელი და ხელთათმანი ვართ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ აშშ-სთან ერთად [ძალაუფლების] გადაბარების ამ პროცესში”. – თქვა უოლცმა.

ტრამპის მომავალი მრჩეველი ასევე ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დამტკიცებას გამოეხმაურა და Amnesty International-ის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ბაიდენის გადაწყვეტილებას “დამანგრეველი, აღმაშფოთებელი და საშიში” უწოდა.

უოლცის თქმით, აღნიშნული ნაღმები ისეთი ტიპისაა, რომელთა “ჩართვა და გამორთვაც” შეიძლება. ცნობისთვის, ამერიკული ნაღმები რუსულისგან განსხვავებულია, რადგან ისინი “მუდმივი” არ არის და წინასწარ განსაზღვრული დროის შემდეგ უმოქმედო ხდება. მათ აფეთქებას ბატარეა სჭირდება და როდესაც ბატარეას ვადა გასდის, მათი აფეთქება აღარ ხდება.

“ეს არის ნაბიჯი ხაზების გარკვეულწილად გამაგრებისკენ, ასევე გვჭირდებოდა, რომ რუსეთის წინსვლა შეგვეჩერებინა. სხვადასხვა ფაქტორია ჩართული აქ”. – ამბობს უოლცი, თუმცა ამატებს, რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ზოგადად კონფლიქტის დასრულების ფართო გადმოსახედიდან.

ამას გარდა, უოლცის მიხედვით, მშვიდობის დამყარებაში “ევროპელებს მნიშვნელოვანი როლი ექნებათ” და ამასთანავე მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ს ენერგოპოლიტიკა.

“ჩვენ გვჭირდება, რომ ეს [ომი] პასუხისმგებლობიან დასასრულამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვჭირდება, რომ აღვადგინოთ შეკავების პოლიტიკა, აღვადგინოთ მშვიდობა და წინ გავუსწროთ ესკალაციის კიბეს, მასზე პასუხის გაცემის მაგივრად”. – თქვა უოლცმა ინტერვიუში.

ვრცლად