მაიკ უოლცი რუსეთ-უკრაინის ომზე – პროგრესი იქნება – გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე, ვაპირებთ, ვისაუბროთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე

ჩვენ ვუახლოვდებით მშვიდობას და ახლა ისე ახლოს ვართ მშვიდობასთან, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობასთან მიახლოება დაიწყო იმით, რომ პრეზიდენტი აშშ-სა და ს ლიდერებს ესაუბრა.
„შემდეგ სახელმწიფო მდივანი რუბიო და მე ჩავერთეთ ჩვენს დონეზე როგორც რუსებთან, ასევე უკრაინელებთან და ახლა გვყავს ტექნიკური გუნდები უკრაინელებთან და რუსებთან ერთად ერთსა და იმავე დაწესებულებაში, რომლებიც მოლაპარაკებებს ახლო მანძილზე აწარმოებენ. პროგრესი იქნება, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე. ის ამოქმედდა პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტ პუტინთან ამ კვირაში განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ. ჩვენ ახლა ვაპირებთ ვისაუბროთ შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულის, საწვავის გადატანა და კვლავ დაიწყოს ვაჭრობა შავ ზღვაში“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა