მაიკ უოლცის განცხადებით, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს ტყვეების გაცვლასა და გატაცებული უკრაინელი ბავშვების მომავალზე ესაუბრა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადებით, პრეზიდენტი უკრაინისა და ს ლიდერებს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების საკითხზე ესაუბრა.
CBS News-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იმ უკრაინელი ბავშვების დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რომლებიც გაიტაცეს მათი რუსიფიკაციის, ოჯახებიდან წაყვანისა და რუსეთში გადაყვანის მიზნით და უოლცს დაუსვა შეკითხვა, რატომ შეუწყვიტა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაფინანსება ერთ-ერთ პროგრამას, იელის უნივერსიტეტის პროგრამას რომელიც ამ ბავშვების პოვნას უწყობდა ხელს. კითხვაზე საპასუხოს უოლცმა განაცხადა :
„სახელმწიფო მდივანი რუბიო აწარმოებს ყველა ამ პროგრამის გადახედვას. კონკრეტულზე ვერ ვისაუბრებ. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ორივე ლიდერს ესაუბრა ტყვეების გაცვლის შესახებ. რუსებმაც და უკრაინელებმაც გაცვალეს ტყვეები, დაახლოებით 200, სატელეფონო ზარების შემდეგ დაუყოვნებლივ. მან ასევე ისაუბრა ამ ბავშვების მომავალზე“, – აღნიშნა უოლცმა.
მისი თქმით, ეს, უპირველეს ყოვლისა, ნდობის აღდგენის ზომებია.
კითხვაზე, ითხოვენ თუ არა ამ ბავშვების გათავისუფლებას, როგორც ნდობის აღდგენის ღონისძიებას, უოლცმა უპასუხა.
„ვსაუბრობთ ნდობის აღდგენის არაერთ ზომაზე. ეს არის ერთ-ერთი მათგანი“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა