მაიკ პენსი: ვლადიმერ პუტინი თუ დაამარცხებს უკრაინას, ამერიკულ ჯარებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ ებრძოლონ რუს დამპყრობლებს ევროპაში

ამერიკულ ჯარებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ ებრძოლონ რუს დამპყრობლებს ევროპაში, თუ დაამარცხებს ს, – „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ამის შესახებ -ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.

ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იზოლაციონიზმი არასოდეს არის პასუხი ტირანულ რეჟიმებისთვის, რომლებსაც ექსპანსიონისტური განზრახვები აქვთ.

მაიკ პენსმა აშშ-ის კონგრესს მიმართა, დაამტკიცოს უკრაინის სამხედრო დახმარების დამატებითი დაფინანსება, რომელიც თვეები გაჭიანურდა.

„პუტინი თუ დაამარცხებს უკრაინას, ეჭვი არ მეპარება, დადგება დრო, რომ ის გადაკვეთს საზღვარს და ჩვენს ფორმიან მამაკაცებსა და ქალებს ბრძოლა მოუწევთ. დიდი დრო არ გავა, საზღვრის გადაკვეთიდან და ჩვენს კაცებს მოუწევთ ბრძოლა ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად“, – განაცხადა მაიკ პენსმა.