მაიკლ როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს – თბილისს

საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ჩამოდის.
ინფორმაციას მაიკლ როთი X-ზე ავრცელებს და წერს, რომ მასთან ერთად თბილისს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან.
“13-15 მაისს მე ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას”, – წერს მაიკლ როთი.
May 13-15 I will visit the true capital of Europe, the city of freedom and democracy: Tbilisi!

Distinguished colleagues from other EU member states will accompany me.

Looking forward to meeting government, parliament, opposition and brave civil society activists. — Michael Roth – official (@MiRo_SPD) May 7, 2024