მაიკლ როთი ირაკლი კობახიძეს – თქვენი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მშვენიერი შესაძლებლობაა შემდეგი მესიჯების გასაგზავნად: დავაბრუნებ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას ეხმაურება და საციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“ძვირფასო ირაკლი , თქვენი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მშვენიერი შესაძლებლობაა შემდეგი მესიჯების გასაგზავნად:
საქართველო გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას; გავიწვევ “უცხოური აგენტების კანონს”; შევაჩერებ ანტი-LGBTI კანონპროექტს; დავაბრუნებ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე”, – წერს როთი პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა