მაიკლ როთი – არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში – ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა

არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“არც ივანიშვილი [და] არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში. ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა! მადლობა!”, – წერს როთი.