მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა

მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს ხელზე უკბინა. შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა. როგორც Reuters წერს, მოგვიანებით ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ძაღლს სათამაშო აჩუქა.
მოლდოვური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორი ლიდერი პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში სეირნობდა და ვან დერ ბელენმა ძაღლის, კოდრუტის მოფერება სცადა.
მაია სანდუმ ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ცხოველი იქვე მყოფი ხალხის დიდმა რაოდენობამ შეაშინა. მომდევნო შეხვედრაზე მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან ავსტრიის პრეზიდენტი შეხვეული ხელით გამოჩნდა.
პარასკევს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვან დერ ბელენმა კოდრუტთან ინციდენტზე ისაუბრა.
“ყველამ, ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ძაღლების დიდი მოყვარული ვარ და შემიძლია მისი აღელვების გაგება”, – თქვა მან და დასძინა, რომ სანდუსთან და მოლდოვის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრამ “ძალიან კარგად” ჩაიარა.
ვან დერ ბელენმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ბოლო დღეს ძაღლს პატარა სათამაშო აჩუქა.
კიშინიოვში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც ვან დერ ბელენი და სლოვენიის პრეზიდენტი ესწრებოდნენ, ყურადღება მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე გამახვილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე – ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს