მაია ორჯონიკიძე: პუტინის რუსეთის მთავარი საიდუმლო უკვე ათწლეულებია რუსეთის მოსახლეობის ნამდვილი რაოდენობაა

“პუტინის ს მთავარი საიდუმლო უკვე ათწლეულებია რუსეთის მოსახლეობის ნამდვილი რაოდენობაა. ცოტა ხნის წინ ერთერთმა ხაკერულმა ჯგუფმა გატეხა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ მოქალაქეთა სრული ბაზა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა შეადგენს…82 მილიონ ადამიანს და არა 140 მილიონს, როგორც ამას რუსეთის ოფიციალური სტატისტიკა აცხადებდა.
ანუ როგორც ყველგან, ამ სფეროშიც ადგილი ჰქონდა დიდ ტყუილს-მოსახლეობის რაოდენობის თითქმის 60 მილიონით (!) შეგნებულ გაზრდას. ახლა გამოაკელით 82 მილიონს არასრულწლოვნები, ქალები, პენსიონერები, ინვალიდები და რჩება არცთუ ისე შთამბეჭდავი რაოდენობა, რომლის შეცვლასაც რუსეთი მისთვის ჩვეული სიცრუით ცდილობდა, რათა რუსეთის უძლეველობისა და დაუმარცხებლობის მითით ეკვება მთელი მსოფლიო. რეალობა კი სულ სხვაა, რუსეთს სახორცე ფარშად ომში გასაგზავნი ადამიანური რესურსი გეომეტრიული პროგრესიით ეწურება, ასე რომ არ იყოს-ჩრდილოკორეული იმპორტი ნამდვილად არ დასჭირდებოდა. აღარაფერს ვამბობ სამხედრო და ეკონომიკური რესურსის მილევადობაზე იმ ფონზე, როცა ის სანქციების ქვეშაა და მისი ექსპორტის მთავარი წყარო-ნავთობის და გაზის გაყიდვაც უკიდურესად შეიზღუდა. რუსეთი თავისი შესაძლებლობების ზღვარზეა და ეს წელი ბოლო წელია, როცა მას ავად თუ კარგად დამპყრობლური ომის შენახვის უნარი აქვს. ამიტომ ყველა, ვინც მის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედებას დაეხმარება-პლანეტაზე ეგზისტენციალური ბოროტების დასასრულს და მშვიდობას მოაახლოვებს, რუსეთის ბანაკში მყოფებს კი სამუდამო სირცხვილი და შთამომავლებისგან შეჩვენება ელოდება. და თუ პატარა ფინეთი ვერ აიღო სტალინმა, არცთუ მცირე უკრაინის დაპყრობას სტალინის აჩრდილით მონუსხული ბოროტი ჯუჯაც ვერ ეღირსება!🇺🇦
დიდება ს! დიდება სინათლის, სიკეთის და მშვიდობისთვის მებრძოლ ცოცხალ და მარადისობაში გადასულ გმირებს!🇺🇦” –  წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია, გარედან მართული არ უნდა იყოს!

არჩილ გორდულაძე – ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამას კანონს აბრალებდნენ, რომლის მიზანიც იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ