მაია ორჯონიკიძე: ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ნაკეთებ საქმეებს უერთგულა-ეს ე.წ. უბრალო ხალხია, ხალხი-ვისაც თვალები ჰქონდა…

“ჩვენს ოპო-ტელევიზიას 12 წელი “მიშას კომპლექსი” რომ აქვს, დიდი ხანია ცნობილია. დღესაც ერთერთმა ტელეწამყვანმა ახსენა “გმირი პრეზიდენტი ზელენსკი”, მაგრამ არ მახსენდება მსგავსი ეპითეტი მიშას მიმართ რომელიმე ოპო-ჟურნალისტს გამოეყენებინოს, არადა ზელენსკიმდე წლებით ადრე მიშამ თქვა უარი ქვეყნის დატოვებაზე იმ დროს, როცა ტანკები უკვე იგოეთთან იყვნენ და სარკოზი მიშას ემუდარებოდა-რუსები თბილისის აეროპორტს სპეციალურად არ ბომბავენ, რომ ქვეყნიდან წახვიდეო და პუტინის მუქარაც გადასცა ერთი ადგილით მიშას დაკიდების შესახებ. რა მიიღო პასუხად სარკოზიმ? სააკაშვილის მტკიცე უარი, რომ არაფრით დატოვებდა ქვეყანას თუნდაც მისი სიკვდილის ფასად. განა ეს გმირობა არ იყო? მერეე?
დამისახელეთ ერთი ოპო-ჟურნალისტი მაინც, ვისაც სთვის გმირი ეწოდებინოს ამ მართლაც გმირული თავგანწირვის გამო! ოპო-ჟურნალისტზე გეკითხებით, არა ქოც-ჟურნალისტზე. ვერ დამისახელებთ ასეთ ტელე-ჟურნალისტს!
იცით რატომ? იმიტომ რომ რუსულმა ფსბ-მ, მისმა ადგილობრივმა სუს-ის ფილიალმა და ქოცპროპაგანდამ ისე დააკომპლექსათ, რომ მოვლენებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა “ტეხავდა”, ტეხავდა, რადგან სააკაშვილი ბუა იყო-ცუდ ტონად ითვლებოდა მისი დამსახურებების აღნიშვნა ღიად და დაუფარავად! იმიტომ, რომ პროვინციულ-ბაბლურ ნარატივებში ვერ ჯდებოდა, კოკობზიკა-პეროიან “ოპო-ელიტებში”. აბა ბაბლში ხომ “მიშისტის” სახელს აიკრავდი და მერე შესაძლოა, ბაბლს გაერიყე კიდეც, დაეცინე-აი ამას ვერ ბედავდნენ ისინიც კი, ვინც გულში მშვენივრად იცოდა, რომ დიახ-სააკაშვილი მოვლენაა, ისტორიული, ეპოქალური მოვლენაა-თუნდაც თავისი “ზაიობებით”, მაგრამ მოვლენაა.
სწორედ ამიტომ გაიფურჩქნა ივანიშვილი-მშვენივრად იცოდა სვეცკურ-ბაბლური გრუზინული ეთნოფსიქიკა, რომ ზუსტადაც ათიანში არტყამდა, როცა არა მხოლოდ მიშაფობიის ვირუსი გაავრცელა, არამედ თბილისურ-სნობური ბაბლებიც დააკომპლექსა-ამისთვის პირველწყაროდ დაიხმარა მისი დაუვიწყარი “მიშას ყოველი გამოჩენა პროცესს აზიანებს” სლოგანით, რაც მალე ვირუსულად მოედო მთელ პოლიტიკურ-ბაბლურ ტუსოვკას. ჰოდა ზის ახლა ეს გმირი პრეზიდენტი ციხეში და რაო, რაიმე შესძელით თქვენი სრულიად უსარგებლო პოლიტიკური თოქ-შოუებით, კომენტატორებად ქცეული პოლიტიკოსი სტუმრებით, აი რა შეძელით-იმის გარდა, რომ მთელი გასული წლები იმ კაცს ებრძოდით ღიად თუ დაფარულად, ვისაც მართლა შეეძლო ამ ქვეყნის უკვე მეორედ უფსკრულიდან ამოყვანა?!
საკუთარ პატარა “ეგოს” ვერ გადაახტით, 12 წელი სუს-ის ოსტატურად დანერგილ ნარატივზე იჯექით და ხუხაშვილ-ბესელია-ზაქარეიშვილები ეთერებში დღემდე ექსპერტებად მოგყავთ! გმირად კი აქციეთ, ქალი-რომელმაც პუტინის სამაგიდო წიგნი დაწერა იმაზე, რომ “ომი საქართველომ დაიწყო”! და ამის მერე კიდევ ვინმეს გიკვირთ-რატომ ვართ იმ კოშმარში, რაშიც ვართ?! “შენი არ იცოდე და სხვისი არ გინდოდესო”-აკვდება ჩვენს სიტუაციას ეს ანდაზა. და რა ძაან ქართულია სხვისის დაფასება და საკუთარის მარადიული არშემჩნევა…სიცოცხლეში, თორემ მკვდრები რომ ქართველს უყვარს-ეგრე არავის: ილიას სიცოცხლეში ყველა ამწარებდა, სულმნათი ვაჟა-ფშაველას გარდა, გალაკტონი მარტოობამ მიიყვანა სუიციდამდე და დავით აღმაშენებელი 400 წელი სძულდათ ქართველებს.
პროვინციალიზმმა, გაუნათლებლობამ და ერთმანეთის წამხედურობამ უფრო მიიყვანა ეს ქვეყანა დღევანდელ დღემდე, რომელიც რუსულმა ფსბ-მ და მისმა ლაქია ივანიშვილმა ასე ვირტუოზულად გამოიყენა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ნაკეთებ საქმეებს უერთგულა-ეს ე.წ. უბრალო ხალხია, ხალხი-ვისაც თვალები ჰქონდა, რომ დაენახა და შინაგანი წესიერება, რომ ნანახი დაეფასებინა. ამიტომ იყო მიშა სააკაშვილი ე.წ. “ელიტების” კი არა, არამედ ხალხის პრეზიდენტი,” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი, პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის მესამე აქტია ახალი სათაურით, ძველი თემებით, თუმცა მას რა მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა, მხარდაჭერა სჭირდებოდა და ვინ იყო მისი მხარდამჭერი?