“დღევანდელი საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მეშახტის უწიგნური შვილი ქვეყნის უგვირგვინო მეფეა, “პრეზიდენტს” 7 კლასის განათლება აქვს, ოპოზიციის “ლიდერები” კი პოლიტ-კომენტატორებად მუშაობენ, პროცესებზე პასუხისმგებლობის აღება არც უნდათ და არც შეუძლიათ. ამათი შემაცქერალი ხალხი დაღლილი და დაბნეულია, ვერ გაუგიათ-ვის დაუჯერონ და ვის გაყვნენ-ბებო სალომემაც იმედები გაუცრუათ და გადააგდო. ერთი რამ ცხადია-ასეთი უვარგისი, უსუსური და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე არამღები ოპოზიცია გრეჩიხას დროსაც კი არ ყოფილა, სამაგიეროდ 12 წელი პირნათლად ებრძოდა იმ ერთადერთს, ვისაც ამ ქვეყანაში რეალურად მდგომარეობის შეცვლა შეეძლო. ფაქტია-სააკაშვილის ღია მტრებმა ვერ ავნეს მას და ამ ქვეყანას ისე, როგორც მისმა გულში ფარულად ბოღმაჩადებულმა “მეგობრებმა”. რომ არა ისინი-ბოკერიათი დაწყებული მელია-გვარამიათი დამთავრებული, ეს ქვეყანა დღეს უფსკრულის პირას არ იდგებოდა. მუდამ კაენის მარადიული ჟინი ღუპავდა ამ ქვეყანას-თავისზე ძლიერი და ნიჭიერი ჩვენში რომ სძულთ, ისე არსად. ამიტომ ვართ დღეს იქ, სადაც ვართ და რუსმა ბიძინამ უბრალოდ კარგად გამოიყენა პოლიტიკურ თუ პიროვნულ ლილიპუტთა ეს თვისებები თავისი დიქტატურის ჩაბეტონების სასარგებლოდ,” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.
