მაია ორჯონიკიძე: მითი, რომ დღეს ბიძინას რუსულ რეჟიმს მოსახლეობის თუნდაც 25-30% უჭერს მხარს-არის სუსის შემოგდებული ნარატივი და ამას ნუ გაიმეორებთ

მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე:
ეს ციფრები ყველამ უნდა იცოდეთ, რომ რეჟიმის სუსის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ არ მოგატყუოთ!
ცნობილია, რომ 2012 წლის გაუყალბებელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა, ამ ნახევრის 52%-მა ხმა მისცა რუსულ ოცნებას. ნახევრის ნახევარი არის მოსახლეობის მეოთხედი და შეადგენს ზუსტად იმ 25%-ს, რომლებმაც ხმა მისცეს ბიძინას ბლოკს. ასე რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მინიმუმ 70%-ს ოცნებისთვის ხმა არ მიუცია. ანუ ბიძინას და რუსული ოცნების რეალური ამომრჩეველი 13 წლის წინაც კი საქართველოს მოსახლეობის უმცირესობა იყო, მაგრამ ქვეყანას მართავდა უმრავლესობის სახელით, უფრო სწორად ანგრევდა.
და თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ 13 წელიწადში უამრავი ადამიანი, ვინც მაშინ ე. წ. ქართული ოცნების ბლოკს მისცა ხმა (და არა მხოლოდ ბიძინას), დღეს მისი რეჟიმის წინააღმდეგია-მივიღებთ რეჟიმის მხარდამჭერთა რეალურ პროცენტს-ზუსტად იმას, რაც საზღვარგარეთ 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებში, სამთავრობო წნეხის გარეშე დაჯდა-ესაა ამომრჩეველთა 10%.
ამ ათ პროცენტში უპირველესყოვლისა შედიან რეჟიმის მიერ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ჩინოვნიკები, მათი ოჯახის წევრები და კარის “ბიზნესმენები”. ასე რომ მითი, რომ დღეს ბიძინას რუსულ რეჟიმს მოსახლეობის თუნდაც 25-30% უჭერს მხარს-არის სუსის შემოგდებული ნარატივი და ამას ნუ გაიმეორებთ. და როცა ქვეყნის აქტიური თუ პასიური მოქალაქეების 90%-ს არ უნდიხარ, ხელისუფლების შენარჩუნება რეპრესიული მეთოდების გარეშე შეუძლებელია და ისიც მხოლოდ დროებით.