მაია ორჯონიკიძე: მაშინ, როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოს ვერაგულად თავს დაესხა და მთელი მსოფლიო ფარისევლობდა ამ აგრესიისთვის ნამდვილი სახელის დარქმევაში, ანდრეი ილარიონოვი იყო პირველი და თითქმის ერთადერთი, ვინც…

“მაშინ, როდესაც 2008 წელს საქართველოს ვერაგულად თავს დაესხა და მთელი მსოფლიო ფარისევლობდა ამ აგრესიისთვის ნამდვილი სახელის დარქმევაში, მაშინ, როდესაც დასავლეთმა ვინმე ტალიავინი გამოგვიგზავნა, რომელმაც მსხვერპლი და აგრესორი ერთ მორალურ სიბრტყეზე დააყენა-იმ დროს ანდრეი ილარიონოვი იყო პირველი და თითქმის ერთადერთი, ვინც მთელი მსოფლიოს გასაგონად სრული სიმართლე თქვა აგვისტოს მოვლენებზე და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილ ომზე. არასოდეს, არასოდეს დავუვიწყებ ამას ამ ღრმადპატივცემულ, ღირსეულ ადამიანს, რომელიც 2005 წლამდე პუტინის ეკონომიკური მრჩეველი იყო და საკუთარი ნებით დატოვა ეს პოსტი, როცა დაინახა თუ რა გზას დაადგა რუსეთის პრეზიდენტი. წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის გარემოცვის სხვა წევრებივით სრული შანსი ჰქონდა მილიარდერი თუ არა-მულტიმილიონერი გამხდარიყო, მაგრამ მაშინ ის არ იქნებოდა ანდრეი ილარიონოვი, ზნეობრივი ღერძის მატარებელი კაცი. ჩემი უდიდესი მადლიერება და პატივისცემა ამ საოცარ ადამიანს, რომელიც დღეს -ში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ის იყო კახა ბენდუქიძის უახლოესი მეგობარი. ვიდეოზე: 2008 წელი, ანდრეი ილარიონოვის პრესკონფერენცია,” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.