პუბლიცისტი და მხატვარი მაია ორჯონიკიძე:
ბოლო ორი დღეა ბჭობა მიდის იმაზე-4 ოქტომბერს ხალხს ლიდერი არ ჰყავდა, აბა რა ექნათო და ბევრმა იმ ხუთ თავდადებულ კაცს შეახოცა ხელი-გეგმა არ ჰქონდათ და ეს ყველაფერი პროვოკაცია იყოო. უფრო ზომიერები ისევ ლიდერის არსებობის მნიშვნელობაზე წერდნენ. არადა 2014 წელს კიევის მაიდანს საერთოდ არ ჰყოლია მკვეთრად გამოხატული ლიდერი, პირიქით-თვითონ მაიდანმა შვა მაშინ ლიდერები, მაგალითად ანდრეი პარუბი, რომელიც კიევში ამასწინათ ვერაგულად მოკლეს. ასე რომ ყველაფერს ერის მენტალობა განაპირობებს, თუმცა ისტორიულ პროცესებში პიროვნების, ლიდერის მნიშვნელობაც უდავოა. რაც შეეხება უკრაინელებს და უკრაინელთა თვითორგანიზების მაღალ უნარს, ამას მათ გენეტიკურ კოდში გამჯდარი ისტორიული ფესვები აქვს: ქართველებისა და სხვა ბევრისგან განსხვავებით უკრაინელებს არ ჰქონიათ მონარქიული მართვის ვერტიკალური მოდელი-ისინი საუკუნეების მანძილზე გეტმანებს დემოკრატიულად ᲘᲠᲩᲔᲕᲓᲜᲔᲜ და გადაირჩევდნენ, რამაც თვითორგანიზების მაღალი უნარი განუვითარათ და არა ვინმე ერთი ლიდერის იმედად ყოფნა.