მაია ომიაძე დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ბორჯომში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაია ომიაძემ სვანეთის, სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ორგანიზაციების წევრებს 2024 წლის სამოქმედო გეგმა, ღონისძიებები და პროექტები გააცნო.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დანიშნულების მართვის 5 ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით ჩამოყალიბდა და რეგიონებში ტურისტული პროდუქტების შექმნასა და პოპულარიზაციას უწყობენ ხელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა