მაია კოპალეიშვილი – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ამ ქვეყნის დაღუპვა და დემოკრატიისაგან ჩამოშორება

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ამ ქვეყნის დაღუპვა იმიტომ, რომ გამარჯვებულად იგრძნობს თავს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია კოპალეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მაია კოპალეიშვილი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, აპირებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
„არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ იბრძოლა იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს ევროპული მომავალი, იყოს დემოკრატია და ეს ყველაფერი უკავშირდება თავისუფალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც ეს გაღელვებს, შეუძლებელია ამ წუთში იფიქრო, რომ მიიღებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია და არც რელევანტური არ არის. გამორიცხულია იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს საპარლამენტო ს ჩანიშვნა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა 50-ზე მეტი ადამიანისა, რომელიც ამ პერიოდში იქნა დაკავებული, ჩვენ გვყავს რუსული კანონის შედეგად დაკავებული ადამიანებიც, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ. ისინიც სინდისის პატიმრები არიან.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მიზანი. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ამ ქვეყნის დაღუპვა, ამ ქვეყნის ჩამოშორება დემოკრატიისაგან, ევროპული განვითარებისაგან იმიტომ, რომ აქ გამარჯვებულად იგრძნობს თავს „ქართული ოცნება“, რომელიც სკენ მიგვაქანებს.
მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, რას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენს უკან დგას ამომრჩეველი, რომელიც რუსთაველზე დგას და ჩვენგან მოელის ნათელ და მკაფიო პასუხს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ახლა არის სწორედ ქვეყნის გადაჩეხვა საიმისოდ, რომ აქ ევროპული კურსი ვერასდროს ვერ განვითარდეს და აღმოვჩნდეთ რუსეთის ქვეშ“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.