მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება

უფლებების თვალსაზრისით, სამართლიანი სასამართლოს თვალსაზრისით სრული დარღვევა იყო. იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, შეზღუდეს პროცესის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, ეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად იყო გაკეთებული , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რითაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურა გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი შეაფასა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, სასამართლოდა პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებდა.
„სასამართლოს სრული დარღვევა ჰქონდა. უფლებების თვალსაზრისით სამართლიანი სასამართლოს თვალსაზრისით სრული დარღვევა იყო. იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს. შეზღუდეს პროცესის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა. ეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად იყო გაკეთებული. სამართლებრივად ბევრი დარღვევა იყო. ვალდებულები იყვნენ, რომ დიდი დარბაზი გამოეყოთ, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი იყო. ის, რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, ისევე როგორც პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებდა“, – განაცხადა
მისივე მოსაზრებით, რამდენადაც პარლამენტი არალეგიტიმურია და მის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიაც არალეგიტიმურია. ა
ამავე კონტექსტში საუბრისას კოპალეიშვილი განმარტავს, რომ შესაბამისი კომისიის წინაშე გამოცხადება არ შეესაბამება პასუხისმგებლობიან პოლიტიკოსს.
„რაც დღეს მოხდა, რაც წინა დღეებში ხდებოდა, რასაც წულუკიანის კომისია აკეთებს, ეს არის არა სახელმწიფოს, არამედ არალეგიტიმური პარლამენტის ქცევა. მართალია სასამართლო და პროკურატურა სახელმწიფო ორგანოებია, მაგრამ როდესაც ისინი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, ისინი გასულები არიან სამართლებრივი ფარგლებიდან და ბუნებრივია ისინი უკვე რეჟიმს ემსახურებიან და არა სახელმწიფოს.
რამდენადაც პარლამენტი არალეგიტიმურია და მის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიაც, შესაბამისად, არის არალეგიტიმურო. შემადგენლობა, სამართლებრივი საფუძველი არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო და შესაბამისად არალეგიტიმური. კომისიის წინაშე გამოცხადება არ შეესაბამება პასუხისმგებლობიან პოლიტიკოსის ინტერესებს. პოლიტიკოსი , რომელიც არის პასუხისმგებლობიანი და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ, როგორ არის მის მიერ შექმნილი სტრუქტურები ლეგიტიმური, რატომ უნდა ვიყო არალეგიტიმური კომისიის წინაშე ანგარიშვალდებული?!
სამართლიანი განხილვის პირობებში სასამართლოსაც და პროკურატურასაც შეძლო ნებისმიერი იმ პირის, რომელთა მიმართ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლებრივი საქმის დევნა უკანონოდ დაიწყეს, დაეტოვებინათ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ამ ახალ კონსტიტუციაში, რომლის მიღებითაც თავს იწონებდა, უფლებების თავში ცალკე ნორმა არის ჩაწერილი თუ როგორ უნდა გადაწყვიტო უფლების დარღვევის საკითხი, რომ უნდა გამოიყენო თანაზომიერების ტესტი. სისხლის სამართლებრივად რომ დასჯი პირს იმის გამო, რომ არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიის წინაშე და უფრო მსუბუქ ნორმას არ გამოიყენებ, რომელიც კანონმდებლობაში გაქვს, ეს უკვე ვერ პასუხობს თანაზომიერების ტესტს“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.