მაია დარსმელიძე: კოლეგებს, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ და დუმილს არჩევენ, ვეტყოდი, ტეხავს კონფორმიზმი მეგობრებო, გადმოდით სწორ მხარეს

ტეხავს კონფორმიზმი მეგობრებო, გადმოდით სწორ მხარეს – ასე მიმართავს რუსთაველის მთავარ გამზირზე მისული მაია დარსმელიძე კოლეგებს, რომლებიც ამ ისტორიული მოვლენების დროს დუმილს არჩევენ.

ყოველდღე აქ ვარ, უბრალოდ ვერიდები კამერებს, იმიტომ, რომ უფრო მეტად მეხერხება სიმღერა, ვიდრე საუბარი. 

რაც შეეხება ჩემთან შემოსეულ ტროლ-ბოტებს, მომწერეთ, მოდით არ მაქვს პრობლემა.

ყველა ასეთი (ჩვენნაირი) ადამიანის უკან დგას რაღაცა პატარა აუდიტორია, რომელიც მათ სიტყვას უჯერებს, ალბათ ამიტომაც არის მათთვის ხელოვანები ასეთი საშიში.

კოლეგებს, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ და დუმილს არჩევენ, ვეტყოდი, ტეხავს კონფორმიზმი მეგობრებო, გადმოდით სწორ მხარეს”, – ამბობს მაია დარსმელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები