მაია ბითაძე – ს შეიძლება ამბიცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობაზეც ჰქონდეს – იმისთვის, რომ ქვეყანა მართო, გარკვეული საფეხურები უნდა გაიარო და პირველ რიგში, მოსახლეობის ნდობა დაიმსახურო

მამუკა ხაზარაძეს შეიძლება ამბიცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობაზეც ჰქონდეს – იმისთვის, რომ ქვეყანა მართო, გარკვეული საფეხურები უნდა გაიარო და პირველ რიგში, მოსახლეობის ნდობა უნდა დაიმსახურო, – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ნდობის მოპოვება დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან, რასაც ადამიანი ეწევა, „ხაზარაძეს კი ასეთი უნარ-ჩვევები ჯერ არ გამოუვლენია“.
„სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში მესამე ძალის შექმნას ის ადამიანები აანონსებენ, რომელთა პოლიტიკურ ან სხვაგვარ საქმიანობას უკვე ათწლეულებია ვაკვირდებით. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – საქართველოს მოქალაქეებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენლის უკან მდგომ პარტიას რა ერქმევა, ადამიანების მეხსიერებაში ყველა სახელსა და გვარს თავისი ისტორია აქვს, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია რაც არ უნდა ეცადოს, ვერ დაგვავიწყებენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც