მაიამიში ტრამპის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან – „სქაი ნიუსი“

ხვალ მაიამიში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
როგორც მედია წერს, აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის მომლაპარაკებლებს შორის შეხვედრა „საკმაოდ კარგი“ იყო.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დონალდ ტრამპის გუნდთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?