“მათ ჰგონიათ თავისუფლება შემიზღუდეს, მაგრამ მხოლოდ ბრძოლის ველი შემიმცირეს” – გიორგი ახობაძის დასკვნითი სიტყვა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის განაჩენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 28 ივლისს გამოაცხადებს. დღეს, 25 ივლისს, მან მოსამართლეს და საზოგადოებას დასკვნითი სიტყვით მიმართა.
“ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით მიღებული მორიგი რეპრესიული კანონის გამო, რომლითაც სასამართლოს ტერიტორიაზე ვიდეო, ფოტო და აუდიო გადაღება აიკრძალა, ახობაძის დასკვნითი სიტყვის მოსმენა მხოლოდ იმ 30-მდე ადამიანმა შეძლო, ვინც დარბაზში დაეტია.
“ნეტგაზეთმა” სხდომიდან “ლაივ-რეჟიმში” შემოგთავაზათ რეპორტაჟში, რომელსაც შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
ქვემოთ შემოგთავაზებთ ახობაძის დასკვნითი სიტყვის ძირითად აქცენტებს:
“წინასწარ გამოავლინეთ განწყობა ჩემი საქმის მიმართ [მიმართავს მოსამართლეს]. აუცილებლად უნდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც ციხეში ჩამსვეს. ეს საქმე რუსული რეჟიმის მსახური ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ეს არის მათივე ნათქვამი და მრავალჯერ აქვთ პირადად ნათქვამი ჩემთვის პოლიციელებს. ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე, გირჩის ფასადზე იყო წარწერები, პლაკატები, ცილისწამება. მოიფიქრეს სტანდარტული და ბანალური ჩადების საქმე, რაშიც დახელოვნებულები არიან. ეს არის -ს სავიზიტო ბარათი. ამაზე მაქვს ორი ვიდეო ჩაწერილი და მათგან ერთი დაჭერის წინა დღეს. რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები”, – ასე დაიწყო თავისი სიტყვა ბრალდებულმა, თუმცა მოსამართლემ შეაწყვეტინა და შენიშვნა მისცა.
“სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ლაპარაკი მსგავსი კონტექსტით ამოიღეთ და ისე განაგრძეთ” – უთხრა ბრალდებულს რომეო მიქაუტაძემ.
“ეს ფაქტია” – თქვა ახობაძემ და განაგრძო – “სისტემის მონა მსახურებს ჩვენი ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რა პოსტს იკავებენ ბორინკა რადნოის კარზე. თუ ჩემს სიტყვას ენდობით, ყველაზე სასიამოვნო იმის ცქერა იყო ჩვენგან დამარცხებულები როგორი ღირსებააყრილები იყვნენ [პოლიციელები]. ასე იცის, როცა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხარ და საკუთარ ღირსებას სიბინძურეში ახრჩობ. ძნელია აცნობიერებდე, რომ მორალური გვამი ხარ.