მათ სხვა გზა არ რჩებათ გარდა გაერთაინებისა იმიტომ, რომ სხვანაირად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათთვის არის შეუძლებელი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი რადიკალური ოპოზიციის საერთო სიებს და სიების შედეგად ოპოზიციაში გამოწვეულ დაპირისპირებას ეხმიანება.
დეპუტატის განმარტებით, დასავლეთიდან მიღებული დავალებების შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება მოსალოდნელი იყო, რადგან რადიკალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ცალ-ცალკე არ აქვთ.
დეპუტატის თქმით, გაუგებარია როგორ ჩაეტევიან ოპოზიციის წარმომადგენლები სიებში, რადგან მათი ამბიციები უფრო მეტია, ვიდრე პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„როდესაც დასავლეთიდან აგენტურას დავალებებს აძლევდნენ და გაერთიანებისკენ მოუწოდებდნენ, მაშინ არაერთხელ გაგვიკეთებია ასეთი შეფასება – კი, ოპოზიცია გაერთიანდება, რადგან მათ სხვა გზა არ რჩებათ იმიტომ, რომ სხვანაირად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათთვის არის შეუძლებელი. მაგრამ, როგორ ჩაეტევიან ამ სიებში, ეს არის წარმოუდგენელი იმიტომ, რომ ამბიციები აქვთ გაცილებით დიდი, ამბიციური ადამიანები არიან გაცილებით ბევრნი, ვიდრე საქართველოს პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობაა. ამიტომაც, მათ არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ებრძოლონ,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა