მათი აზროვნება ვერ გაცდა “ნაციონალური მოძრაობის” მეინსტრიმს და ნარატივს – ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის აზროვნება, “ნაციონალური მოძრაობის” მეინსტრიმს და ნარატივის ვერ გაცდა.
ქადაგიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიცია არჩევნების შედეგების უსაფუძვლო გაპროტესტებით საზოგადოებას და ქვეყანას არ დაღლის.
“მათი აზროვნება ვერ გაცდა “ნაციონალური მოძრაობის” მეინსტრიმს და ნარატივს. აქედან გამომდინარე ხდება, რომ ამომრჩეველი მათში რაიმე სიახლეს ვერ ხედავს. გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ამომრჩევლის განსაკუთრებული ზრდა ამით არ იქნება. ოპოზიციის განცხადება იქნება, რომ “ჩვენ გავიმარჯვებთ”, მაგრამ რეალობა რა იქნება ამას, ამას წინა წლების არჩევნები გვანახებდა და 2024 წლის არჩევნებიც გვანახებს. იმედი ვიქონიოთ, რომ არჩევნების შედეგების უსაფუძვლო გაპროტესტებით, კიდევ ერთხელ არ დაღლიან საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს