მათიკაშვილი: ირაკლი კობახიძე არის გამორჩეული ადამიანი თავისი თვისებებით, ასეთი პატიოსანი ადამიანი ნამდვილად არ მინახავს

არის გამორჩეული ადამიანი თავისი თვისებებით, ასეთი პატიოსანი ადამიანი ნამდვილად არ მინახავს, ეს არის მაღალი დონის პროფესიონალი, რომელსაც გააჩნია უნიკალური თვისებები კომუნიკაციის და ურთიერთობის ყველასთან, ვისთანაც საჭიროა საკუთარი ქვეყნის წარმატების მისაღწევად, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტში მძიმედ დამარცხდა ქვეყნის რადიკალური ოპოზიცია, სამაგიეროდ დღეს პარლამენტის სასესიო დარბაზში გაიმარჯვა მშვიდობამ, ქვეყნის ეკონომიკურმა წარმატებამ და წინსვლამ.

„ირაკლი ს მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ეს არის გამორჩეული ადამიანი თავისი თვისებებით, არ დავიზარებ, ვიტყვი, რომ მე ასეთი პატიოსანი ადამიანი ნამდვილად არ მინახავს. ეს არის მაღალი დონის პროფესიონალი, მას გააჩნია უნიკალური თვისებები კომუნიკაციის და ურთიერთობის ყველასთან, ვისთანაც კი ეს არის საჭირო საკუთარი ქვეყნის წარმატების მისაღწევად. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, რომ ის მიზნების ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა – „0% ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები, 0% სიღარიბის“ – იყოს მიღწეული. დღეს საქართველოს პარლამენტში მძიმედ დამარცხდა ქვეყნის რადიკალური ოპოზიცია, სამაგიეროდ, დღეს პარლამენტის სასესიო დარბაზში გაიმარჯვა მშვიდობამ, ქვეყნის ეკონომიკურმა წარმატებამ და წინსვლამ. გაიმარჯვა სწრაფვამ გაერთიანებისკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმარჯვა ქვეყნის სწრაფვამ, საბოლოოდ დამარცხდეს ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე. ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის, მეგობრებისთვის, სტრატეგიული პარტნიორებისთვის. ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანამ ამ კუთხით ღირსეულ, ხელშესახებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე ეს არის დღეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ