მათიკაშვილი ელისაშვილზე: ჭავჭავაძის სურათმა ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია

მე-8 წელია, პარლამენტის წევრი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არავის უნახავს და ახსოვს, რომ ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად, ქათმურად მიპარვოდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყა. მთელი დღე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში იჯდა და მის სურათს უყურებდა – ხმა არ ამოუღია და მასში ამ ფაქტმა ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს.
ამ ლაჩრობამ და არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი ფრთხილად იყოს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებასა და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი ყველასთვის გაფრთხილება და მაგალითი იყოს. ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ. ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ.