მათე დევიძე: რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ კიდევ ჩუმადაა. არცერთ ჩვენგანს არ გვეგონა რომ გისოსებში გამოგვამწყვევდნენ. აიმაღლეთ ხმა, თორემ სისხლიანი ხელები თქვენს კარზეც დააკაკუნებს

“ეს წერილი მათემ განაჩენის დღეს დაწერა, უბრალოდ, დაგვიანებით მოვიდა ჩემამდე, უცვლელად გიზიარებთ ამ თავისუფალი ბიჭის დარდს, სიხარულსა და შემართებას.
“თანამებრძოლებო,
დღეს 12 ივნისია. განაჩენის დღე. ფანატიკოსების მოსამართლემ 4 წელი და 6 თვე მომისაჯა. მიზეზი, სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი წინაპრები გადიოდნენ. ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის მეგობრებს, ოჯახის წევრებს, სიყვარულს, ერთადერთ სიცოცხლეს წირავდნენ. ეს მათ გამოუვიდათ. რთულად, მაგრამ მაინც გამოუვიდათ. მათ ფონზე ეს არაფერია. ვიცი რომ ეს განაჩენი არ შესრულდება, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა. ეს ჩემი სიამაყის წლები იქნება. ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ეს სისხლით მოპოვებული თავისუფლება.
სიმართლე გითხრათ ვერ დამიჯერებია, რომ ამას მე ვწერ. ასე მგონია დიდ ზღაპარს ვკითხულობ. ოღონდ ჯერჯერობით ყველაფერი ბოროტების ხელშია. ყოფილა მომენტები, რომელიც დასასრულს წააგავდა. მაგრამ ზღაპარი რაის ზღაპარია თუ ბოროტმა გაიმარჯვა. თუ ცუდად მთავრდება, ესეიგი ჯერ დასასრული არაა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ეს მოხდა დღეს. ზღაპარი გაგრძელდა. წიგნს ფურცლები შეემატა და ახალი, ლამაზი სიტყვები დაიწერა. ლამაზი სიტყვების ავტორები თქვენ ხართ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მთელი ჩემი სიცოცხლის მაინძილზე მემახსოვრება. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემს სახელს იძახდა. ჩემთვის სრულიად უცნობი უამრავი ადამიანი ჩემს გამო ტიროდა. ღმერთო ეს ცრემლები… არ შემიძლია ეს არ ვიგრძნო. თქვენ ხართ იმედი. ერთადერთი გადარჩენის გზა. თავისუფალი საზოგადოება.
მინდა ყველასთან მოვიდე და პირადად გადაგიხადოთ მადლობა ჩემი ოჯახის განხნევებისთვის და ძალის მიცემისთვის. მადლობა იმ პატარა, ლამაზი სამყაროს აღდგენისთვის, რომლის შენარჩუნების ბრძოლას ჩემი ფიზიკური თავისუფლება შეეწირა.
რწმენა, რომელიც ჩვენს გულებში ასე საგულდაგულოდაა დაბუდებული, აუცილებლად გაიმარჯვებს.
ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ცრემლები მხოლოდ გამარჯვების შემდეგ. ისიც ბედნიერების. მე არ მოვმკვდარვარ და ამ ბრძოლაში არავინ მოკვდება.
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ”ბს
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ”
არასდროს არ მისცეთ ნება სისტემას დაგადოთ უხილავი ბორკილები, რომელიც მისმა ყურმოჭრილმა მონებმა უკვე შეისისხლხორცა.
რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ კიდევ ჩუმადაა. არცერთ ჩვენგანს არ გვეგონა რომ გისოსებში გამოგვამწყვევდნენ. აიმაღლეთ ხმა, თორემ სისხლიანი ხელები თქვენს კარზეც დააკაკუნებს.
არ დათმოთ… იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის…
იბრძოლეთ სანამ გვიან არაა…
თავისუფლება თქვენ, ჩვენ და სრულიად საქართველოს.
დაა რამის დამავიწყდა… კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. მე უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც თქვენსავით უყვარს სამშობლო და თავისუფლება. ნუ დამიძახებთ გმირს. მე არ ვარ გმირი… (მაგრამ ვარ თავისუფალი. თქვენსავით)”
სრული სვლით თავისუფლებისკენ”. – წერს მათე დევიძის და, ელენე დევიძე.