მადრიდში შენობის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, მშენებარე მრავალსართულიანი შენობის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულები მალიდან, გვინეიდან და ეკვადორიდან ჩასული მუშები არიან.
ამასთან, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში, რომელიც ოთხვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთებისთვის რემონტდებოდა, სავარაუდოდ, 30-40 ადამიანი მუშაობდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვლადიმერ პუტინი – კიევის რეჟიმი, რომელსაც სურს დასავლელი სპონსორების წინაშე გარკვეული წარმატების დემონსტრირება, ცდილობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მშვიდობიან ობიექტებზე დარტყმას – ეს არ უშველით

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით