მადრიდში ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პედრო სანჩესის კანდიდატურას აპროტესტებენ

მადრიდში ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის კანდიდატურას აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
მადრიდში, დეპუტატთა კონგრესის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის კანდიდატურას და კატალონიელი სეპარატისტებისთვის ამნისტიის კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.
ამ წუთებში პედრო სანჩესი პარლამენტში სიტყვით გამოდის, ხოლო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა, რადგან პარლამენტის წინ მომიტინგეები არიან შეკრებილნი.
შეგახსენებთ, რომ პედრო სანჩესი კატალონიის სეპარატისულ პარტიებთან შეთახმების შემდეგ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო ხმების რაოდენობის მიღებას შეძლებს.
რაც შეეხება, ამნისტიის კანონს, იგი კატალონიის დამოუკიდებლობის 300-ზე მეტ მხარდამჭერსა და 73 პოლიციელს, რომლებსაც ბრალი ძალაუფლების გადამეტებაში ედებათ, ჩადენილი დანაშაულებისგან ათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე