მადრიდის მეტროში მატარებლების კარების შუქნიშნებით აღჭურვა გადაწყვიტეს: ისინი გაუადვილებენ ცხოვრებას სმენადაქვეითებულ მგზავრებს. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
შუქნიშანზე იქნება სამი სიგნალი: წითელი – ეს ნიშნავს, რომ კარები მალე დაიხურება და მატარებელში შესვლა და გამოსვლა არ შეიძლება; მწვანე – კარები ღიაა; მოციმციმე მწვანე – კარები იხსნება.
ვარაუდობენ, რომ ინიციატივა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სმენის დაქვეითების მქონე მომხმარებლებისთვის, არამედ მათთვის, ვისაც მოგზაურობის დროს გაჯეტებზე გადააქვს ყურადღება: უსმენს მუსიკას ყურსასმენებით, საუბრობს ტელეფონზე ან ათვალიერებს სოციალურ ქსელებს.
შუქნიშანი გამოჩნდება 242 მატარებლის 8968 კარზე, რომლებიც 8 ხაზზე მოძრაობენ. ინსტალაცია უკვე დაწყებულია. 2028 წლისთვის მეტროს ქსელის 84% შუქნიშნებით იქნება აღჭურვილი.