“მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ!” – ზელენსკი აშშ–ის პრეზიდენტთან საუბრის დეტალებზე წერს

“პროდუქტიული საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ომის დასრულებაა. ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყველა ძალისხმევისთვის, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. აუცილებელია მკვლელობების რაც შეიძლება სწრაფად შეჩერება, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამას. მრავალი თვის განმავლობაში შესაძლებელი იქნებოდა ომის დასრულება, რუსებს რომ არ გაეჭიანურებინათ.
დღეს ჩვენ – მ და შეერთებულმა შტატებმა შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები და გავცვალეთ შეფასებები სიტუაციის შესახებ: რუსებმა გაზარდეს დარტყმების სიმძიმე. პრეზიდენტი ტრამპი სრულად არის ინფორმირებული კიევზე, ჩვენს სხვა ქალაქებსა და თემებზე ს დარტყმების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე. მათი ეკონომიკა აგრძელებს ვარდნას და ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. განვიხილეთ ერთობლივი ევროპული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს ჩვენს თავდაცვას. ახლა გვაქვს გადაწყვეტილებები ნიდერლანდებისგან, შვედეთისგან, ნორვეგიისგან და დანიისგან – მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფა ამერიკული იარაღისთვის, რომელსაც უკრაინა მიიღებს. გმადლობთ! ეს ურთიერთქმედება ნატოს ქვეყნებთან გაგრძელდება.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ამერიკასთან ჩვენს ორმხრივ თავდაცვის ურთიერთქმედებაზე. უკრაინულმა მხარემ დრონების შესახებ შეთანხმების პროექტი უკვე მოამზადა, ჩვენ მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ და დავასრულოთ. მადლობა ყველა ამერიკელ გულს, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს სიცოცხლის დაცვას. მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ!”