“მადლობა მერს, ყველა ქველმოქმედს, წალენჯიხელებს, სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდეთ!” – უკრაინელი მაღალჩინოსნები

წალენჯიხის დამეგობრებული უკრაინული ქალაქის იავოროვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, თანაგუნდელების სახელით, სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერს გია ხარჩილავას და მის მოადგილეს, თამარ ბელქანიას მიმართავს და წერს:
ჩვენი მეგობრობა ამ მშვენიერ კაცთან, წალენჯიხის მერთან გია ხარჩილავასთან, ჩვენს მიწაზე მტრის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ დაიწყო. ომის პირველ დღეებში ბატონმა გიორგიმ გზავნილით გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი საკრებულოს და მთელი უკრაინელი ხალხისადმე და უკვე 2022 წლის მარტში ის პირადად ჩამოვიდა ში ჩვენს მხარდასაჭერად. მტერთან ბრძოლა მისთვის ნაცნობია. დღეს კი ქართველი სამხედროები გვიცავენ და, სამწუხაროდ, იღუპებიან. ორი წლის განმავლობაში ისინი არაერთხელ დაგვეხმარნენ სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარებით და ახლახან გადარიცხეს თანხები უკრაინის დაღუპული გმირების შვილების მხარდასაჭერად. გულწრფელ მადლობას ვუხდით მერს და ყველა ქველმოქმედს, წალენჯიხის საზოგადოებას
ამ რთულ დროს ჩვენი ოჯახების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. სხვებისთვის გაცემული სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდეთ!
ერთად გამარჯვებამდე! დიდება უკრაინას! დიდება ქართველ ხალხს ❤️

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: თქვენ მილიარდები, ბიტკოინები თუ რაღაც ჯანდაბა გაიყავით, და როცა ვერ გაიყოფთ, “ფილტვში” მოიკალით თავი. Რადგან რაც უნდა ბიტკოინი და ვალუტა იშოვოთ, მაინც მდაბიო, ტურტლიან, ქვეშაფსია, შეშინებულ გლეხუჭებად დარჩებით!..