“მადლობა ევროპარლამენტს უკიდურესად ძლიერი რეზოლუციის გამო” – უილსონი

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დამტკიცებას ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეხმაურება.
ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ დოკუმენტი ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას მოიცავს, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ.
მადლობელი ვარ ევროპარლამენტის უკიდურესად ძლიერი რეზოლუციის გამო საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რომელიც დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული. ის შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ. ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი ა!” – წერს უილსონი.
400 მომხრე 63 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა