“მადლობა ევროპარლამენტს გადამწყვეტი რეზოლუციისთვის” – პრეზიდენტი

ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი, ეხმაურება:
“კიდევ ერთხელ, ევროპა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს. მადლობა ევროპარლამენტს თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, რომელთა წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები ს მუდმივი ოკუპაციის გამო.”
ევროპარლამენტმა აღნიშნული რეზოლუცია ცოტა ხნის წინ მიიღო. ევროპარლამენტარები გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, ისინი მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესდეს სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.