მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის – ზაზა ფაჩულია

მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის – ზაზა ფაჩულია
მიღწევები და აღიარებები არის ის, რაც სპორტსმენებს ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, თუმცა როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ვფიქრობ, სპორტსმენები საკუთარ საქმეს ვაკეთებთ, იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ჩვენი საქმით წარმატების მიღწევა და თაობების ინსპირირება არის ყველაზე დიდი, რისი მიცემაც შეგვიძლია ქვეყნისთვის.
შემთხვევითი არ არის, ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი წარმატებული სპორტსმენი რომ გვყავს. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებით მოზარდებმა და სპორტსმენებმა დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი როლიც ამაშია, რომ მათ შთაგონება მივცეთ და სწორი გზა ვაჩვენოთ.
2007 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დავესწარი, რომელშიც მილანმა ლივერპული დაამარცხა. მ იმ დღეს, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო მეორედ მოიგო და მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი მაშინ, ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს მომენტი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, ამდენი გახარებული ქართველის ნახვამ, ამ სიამაყემ ჩემზეც დადებითად იმოქმედა. წლების შემდეგ, როცა არჩევანი სხვადასხვა კლუბებს შორის გოლდენ-სტეიტ უორიორსზე შევაჩერე, ამის ერთ-ერთი მთავარი ინსპორაცია სწორედ ის წარმატება იყო, რომელსაც კახამ მიაღწია. მეც მქონდა ნატვრა, რომ გამეხარებინა ჩემი ქვეყანა და ხალხი ისეთივე ამაყი ყოფილიყო, როგორიც მე ვიყავი ათენში, ფინალის შემდეგ. ეს სპორტის და წარმატების ძალაა.
მიხარია, რომ წლების შემდეგ, იტალიაში, საკუთარი თვალით ვნახე, რა გავლენა ჰქონდა ს ნაპოლის ჩემპიონობაზე, როგორ იქცა ის ათასობით მოზარდისთვის მთავარი ინსპირაციის წყაროდ და როგორ შემოატრიალა გულშემატკივარი ფეხბურთისკენ. ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა ეს წარუშლელ კვალს დატოვებს მოზარდებზე, სპორტის და ფეხბურთის გულშემატკივარზე.
სპორტი ახერხებს ჩვენს გაერთიანებას და მიღწეული წარმატებები ერთ მუშტად გვკრავს. მადლობა ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც საკუთარი კარიერით, გადაწყვეტილებებით და მიღწევებით ასახელებს ჩვენს სამშობლოს და მილიონობით ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
კიდევ ერთხელ, მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის! წარმატებები ჩვენს ქვეყანას!”- წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია