“მადლობა არ ეთქვათ? უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი” – გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია:
რას ქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა რა უნდა ექნათ? მადლობა არ ეთქვათ? თუ პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით უნდა იხდიდნენ მადლობას ადამიანები? ნაკრების ბიჭების უმეტესობა რომ აქციების დარბევებს ღია პოსტებით აპროტესტებდა, ეს ნიშნავდა მათ პოზიციას და ახლა, მადლობა რომ გადაუხადეს პრემიისთვის, ეს უკვე ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორებაა?!… კარგით რა. უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი. მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა. P.s-შევთანხმდეთ და გავეშვათ ამ ბიჭებს, მგონი ეგ სჯობს ყველაფერს.

ასევე დაგაინტერესებთ