მადლიერები ვართ ევროპარლამენტის, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს – ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე

ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას. მადლიერები ვართ ევროპარლამენტის, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, – წერს ვახტანგ მახარობლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო