ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გუშინ ერთ ახლობლთან ვიყავი. მისი ოჯახის წევრები იდეური ნაცები არიან. ვხედავ, “იმედი” აქვთ ჩართული. რომელ არხებს უყურებთ მეთქი. ძირითადად, იმედს, ხანდახან რუსთავი 2-ს-ო. არ გეშინიათ, რომ გაქოცდეთ მეთქი? გაეცინათ.
მედიის თავისუფლების შეზღუდვა, მათ შორის ფინანსურად, არის უდიდესი პრობლემა. ახლა უკვე უცხოური დაფინანსებაც აიკრძალა კანონით.
როცა ოპოზიციურ არხებს მხოლოდ საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემების რესურსი ძლივსღა აქვთ, როცა ერთი და იგივე თემებით და ერთი და იგივე სახეებით ფაქტობრივად ერთმანეთს უწევენ კონკურენციას, სახელისუფლებო არხები იზიდავენ ჩვეულებრივი მაყურებლების უდიდეს ნაწილს ( განსაკუთრებით რეგიონებში), გამომდინარე მათი ფინანსური ( არა მხოლოდ ფინანსური) შესაძლებლობებიდან.
სერიალები, სპორტული, მუსიკალური და სხვა სახის გასართობი გადაცემები არის თავისებური სატყუარა, როცა სხვა ალტერნატივა სხვაგან არ არსებობს.
“მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდეო”, სწორედ ამაზე თქვა აკაკი წერეთელმა”
