ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
,,ამერიკელებმა 2012-ში რუსულ კონტ-რევოლუციას აუნთეს მწვანე შუქი. ამერიკელებს დღემდე არ დაუსანქცირებიათ ივანიშვილი. ყველაზე უარესი – ამერიკელებმა მტრისა და მოყვრის გარჩევა არ იციან: მტერს ელაქუცებიან და მეგობრებს არ უსმენენ. ნეტა მართლა ამზადებდნენ რამეს, მაგათი მომზადებული რევოლუცია არ გაიშვა.
****************
“რუსეთის საგარეო დაზვერვის (SVR-ის) ინფორმაციით, ამერიკელები საქართველოში ფერად რევოლუციას ამზადებენ. ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. SVR-ის ცნობით, ქართულ ოცნებას ოქტომბრის არჩევნებში შეუძლია მოსახლეობის ნდობის დამაჯერებელი კრედიტის მოპოვება, ვინაიდან ოპოზიციური ძალები დანაწევრებული რჩებიან და მათ მიერ შექმნილი კოალიციები ძალიან მყიფეა. ეს მმართველ პარტიას გაუხსნის ხელებს, განაგრძოს სუვერენული კურსი,” – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვაში.
ჩემს ქოც მეგობრებს ჩავხედავდი თვალებში. მაგრამ აზრი?
ოპოზიციას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიტყვი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, პირველ ადგილზე გასულ პარტიას დაეთმოს ხელისუფლება. იგებს ის, ვინც გადის პირველ ადგილზე. ვინც შეგნებულად აიგნორებს ამ ფაქტს, ის იმ კატასტროფის თანაავტორი იქნება, რომელიც თავს დაგვატყდება, თუ რუსები ხელისუფლებაში დარჩნენ.”