ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ახლა კი დისტანციას იკავებენ

ვამბობდი, რომ საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ახლა კი ვამბობ, რომ ისინი დისტანციას იკავებენ და ეს სამწუხაროა, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კომენტარს ვერ გააკეთებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა თუ სწორად ჩატარდა, მის შედეგებს პატივი უნდა სცენ, თუ არასწორად ჩატარდა – უნდა განიხილონ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი.
„გავიგე, რომ ხალხი უკმაყოფილოა არჩევნებთან დაკავშირებით. მე არ ვარ რაიმე საბჭოს, ან ორგანოს წევრი, რომელიც არჩევნებს აკონტროლებს და რთულია, ვისაუბრო, მაგრამ თუკი სწორად ჩატარდა, მის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ, თუ არასწორად ჩატარდა, უნდა განვიხილოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მაგრამ ამ მომენტისთვის რისი თქმაც შესაძლებელია, არის ის, რომ საქართველომ ევროპული მომავალი აირჩია, მაგრამ ამ დროისთვის, არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, თუმცა თუ ასე იყო, უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. სამწუხარო იქნება, თუ ისინი ევროპას დაშორდებიან. ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან“, – აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“პრემიერ-მინისტრს ვუთხარით, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიუმ 50% გაატარეს ციხეში – ისინი ციხეში არიან, ვინაიდან, პოლიტიკურ საქმიანობით იყვნენ დაკავებული”

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს