ლუკა პარკაძე კარიერას ზალცბურგის კლუბ „ავსტრიაში“ გააგრძელებს

ლუკა პარკაძე მიუნხენის „ბაიერნიდან“ კარიერას ზალცბურგის „ავსტრიაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას salzburg24 ავრცელებს.
„ავსტრიის მეორე დივიზიონში აღზევებულმა ზალცბურგის „ავსტრიამ“ დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. ლიგაში დასარჩენად გუნდმა მიუნხენის „ბაიერნიდან“ ფეხბურთელი დაიმატა.
გაბრიელ მარუშიჩის (22) შემდეგ ზალცბურგის „ავსტრიის“ რიგებში გადმოვიდა ლუკა პარკაძე – „ბაიერნის“ ჩემპიონთა აკადემიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. 20 წლის ქართველი შემტევი „იისფერებს“ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში უნდა დაეხმაროს.
რამდენიმე წლის წინ ის ევროპის 40 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელეს. მან კარგად ითამაშა „ადმირაში“, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული პროგრესი არ ჰქონდა.
„ავსტრია“ პარკაძისგან შეტევაში მუდმივ აქტიურობას ელის. პირველ რიგში, მისი სისწრაფე გახდა მთავარი არგუმენტი, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელებმა ქართველი შემტევის დამატება გადაწყვიტეს.
„რიჩარდ კიცბიხლერი, რომელთანაც „ტიროლში“ ვთამაშობდი, პასუხისმგებელია „ბაიერნში“ იჯარით მყოფ ფეხბურთელებზე. ჩვენ, დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და ახლო კონტაქტი გვაქვს. მათ ასევე მოსწონთ, რომ შანსს ვაძლევთ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რათა პროფესიულ ფეხბურთში საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ““, – აცხადებს ზალცბურგის „ავსტრიის“ სპორტული დირექტორი როლანდ კირხლერი salzburg24-თან ინტერვიუში.
პირველი არხი