ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის “დინამოდან” “კრილია სოვეტოვში” გადავა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იჯარის წესით მოსკოვის “დინამოდან” “კრილია სოვეტოვში” გამოსყიდვის უფლების გარეშე გადავა, – იტყობინება “სპორტ-ექსპრესი”.
“დინამომ” “ლანუსიდან” ხუან კასერესი დაიმატა და ლეგიონერის ლიმიტის გამო გაუშვებს ზაფხულამდე გაგნიძეს, რომლის სამსახურით სამარული გუნდის მწვრთნელი იგორ ოსინკინი დაინტერესდა.
გაგნიძემ მიმდინარე სეზონში ს პრემიერლიგის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა, “დინამოსთან” კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.